|
2025-06-26 16:01:15, 1167 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ პროცესებს თავს
ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ის ადვოკატებისა და დანარჩენი ბრალდებულების შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გალუსტაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. „რაც შეეხება თქვენს აცილებას, ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ აქამდე კეთილი ადამიანის როლი, ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა და არა შეურაცხყოფა, ზემოდან გვიყურებთ - "მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ არ ხართ" - ასე გვეუბნებით რაღაცას - ვიტყვი ასე და ასე უნდა იყოსო. გეუბნებით, იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით, აგვიხსენით-მეთქი. წინა სასამართლოზე გითხრათ ადვოკატმა, ამ დღეს და ამ დღეს სხდომა არ ჩანიშნოთო, აქ ადვოკატი ითხოვდა, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც წუთი, წუთნახევარი უნდოდა, რისი უფლებაც არ მიეცით, გავიდა ორი საათი. ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს. მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ერთ რაღაცას გეტყვით ბოლოს, მართალ ადამიანს არ სჭირდება 20 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა, მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, განუმარტავენ, აუხსნიან",- განაცხადა ცხადაძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)