|
2025-06-24 17:20:05, 1047 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. „ზაფხულის დეკლარაციაში იქნება მნიშვნელოვანი ფორმულირება უკრაინის შესახებ და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ასევე წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის, რაც ვიხილეთ ბოლო რამდენიმე კვირაში, მიუღებელია. რუსეთმა სამ-ნახევარი წლის წინ დაიწყო სრულიად არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო კვირებში ხორციელდება განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში უდანაშაულო მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით. ეს საშინელებაა. ასე რომ, ყველა ძალიან მოტივირებულია. ყველა მოკავშირისგან მესმის, რომ თქვენ უნდა დარჩეთ ძლიერი, უნდა გააგრძელოთ ბრძოლა, რათა ეს საშინელი ომი ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობით დასრულდეს“, – განაცხადა რუტემ. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვა. „ჩვენ კვლავ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და ამ მიმართულებით კვლავ გვაქვს პარტნიორებისგან მხარდაჭერა. ნამდვილად ვიმედოვნებთ ამის გაგრძელებას, ასევე თანაწარმოებას და დიდ სამხედრო მხარდაჭერას, რის შესახებაც თქვენ აღნიშნეთ. დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალოდ ნატო-ს სამიტში არ მონაწილეობს, თუმცა სამიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები. ჰააგაში მოსალოდნელია ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაც.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)