|
2025-06-24 15:42:06, 953 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ისრაელით უკმაყოფილო ვარ, არც ირანით ვარ კმაყოფილი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორივე ქვეყანამ - როგორც ისრაელმა, ასევე ირანმა დაარღვია. Fox News-ის ინფორმაციით, ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ეს განზრახ გააკეთეს. მისივე თქმით, „უკმაყოფილოა“ ისრაელითა და ირანით და „ნამდვილად უკმაყოფილოა“ ისრაელით. „ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ისრაელი, რადგან დღეს დილით მათ მისია გააგრძელეს. ისრაელი უნდა დავამშვიდო. როგორც კი თქვენგან წავალ, ვნახავ, შევძლებ თუ არა მის შეჩერებას“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, როგორც კი შეთანხმებას მიაღწიეს, ისრაელმა ბომბების დიდი რაოდენობა ჩამოაგდო. „ასეთი რამ არასდროს მინახავს. ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი გვინახავს. ისრაელით უკმაყოფილო ვარ. არც ირანით ვარ კმაყოფილი. ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი მტკიცებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობები აღმოფხვრილია და თეირანი ვეღარასდროს აღადგენს თავის ბირთვულ პროგრამას. ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელს მოუწოდა, თავისი პილოტები უკან დააბრუნოს. „ისრაელო. არ ჩამოაგდოთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. წაიყვანეთ თქვენი პილოტები სახლში, ახლავე! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - დაწერა ტრამპმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)