|
2025-06-23 17:52:22, 2470 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა — ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. ამის შესახებ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ მალიუკმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა: მალიუკმა აღნიშნა, რომ ოპერაცია ფარულად და ტექნოლოგიურად მაღალი დონით თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: "ეს იყო რთული და მტკივნეული ოპერატიული მუშაობა — ფაქტობრივად, ომის დაწყებიდან მოყოლებული ვმუშაობთ ამ ჯგუფზე." გარდა ზელენსკიზე თავდასხმის დაგეგმვისა, ბრალდებულები აგროვებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გადასცემდნენ რუსულ მხარეს. ისინი ასევე ამზადებდნენ თავდასხმებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილ მალიუკსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროს კირილ ბუდანოვზე. "განსაკუთრებით მინდა გამოვყო კიდევ ერთი სპეცოპერაცია. ამჯერად ოპერაციაში ჩართული იყო პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოც, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ერთობლივი ძალებით სერიოზული დანაშაული გავხსენით. საქმე ეხება პოლონელ სამხედრო პენსიონერს, რომელიც ათწლეულების წინ იყო გადაბირებული და დღემდე ემორჩილებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. მტერმა სწორედ ახლა აამოქმედა ეს "კონსერვი,“ — განაცხადა მალიუკმა. მისივე ინფორმაციით, ამ აგენტის მიზანი იყო პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია პოლონეთის ჟეშუვის აეროპორტში. "რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ — მათ შორის იყო FPV ტიპის დრონსა და სნაიპერული კომპლექსს. თუმცა, ოპერაციის დაწყებამდე აგენტი დავაკავეთ. ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა ძალიან პროფესიონალურად იმოქმედეს — ეს იყო საერთო წარმატება," — თქვა ვასილ მალიუკმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)