|
2025-06-23 16:36:53, 1080 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომათა დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. პროკურორებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომ, პროკურორის თორნიკე გოგეშვილის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს. თავის მხრივ, მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, რომ „ეს არის მახინჯი პრაქტიკა და არანაირი ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს“. ამასთან, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაკავებამდე მზია ამაღლობელს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა პატიმრობაში ყოფნისას მხედველობა კრიტიკულად გაუარესდა. დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე დაიკითხა. მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მზია ამაღლობელთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხვა პირებიც დააკავეს. აკაკი გვიანიძეს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა. აკაკი გვიანიძის თქმით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც უკანონობა არ ჩაუდენიათ. „მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა, მივიდნენ და დაიჭირეს“, - აღნიშნა მან. სასამართლო სხდომაზე პერიოდულად ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო პროცესი 4 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)