13:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 09:51:26, 1087 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება

ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება კიდევ ერთხელ განიხილოს მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - განაცხადა არაღჩიმ და აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები “მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”. მას არ დაუკონკრეტებია ისრაელმა როგორ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, ამავდროულად, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.

“მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ”, - განაცხადა არაღჩიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics