|
2025-06-20 19:46:09, 1166 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ირანში ისრაელის ზუსტი იერიშები ბირთვულ კატასტროფას არ გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ ბირთვულ საფრთხეს ქმნის. "აღსანიშნავია, რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს დასავლური მედია ბირთვულ რისკებს, არ ისმის განგაშის ზარები, არ არის მოწოდებები თავშეკავებისკენ, თითქოს ეს მხოლოდ მორიგი ესკალაციაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს". მისი თქმით, არასწორია იმის დაშვება, რომ ისრაელის დარტყმები ავტომატურად გამორიცხავს ბირთვულ კატასტროფას. "რა თქმა უნდა, ადვილია ითქვას, რომ ეს მიზნობრივი და კარგად გათვლილი ოპერაციებია, მაგრამ ჩვენ გვინახავს, როგორ გადაუხვევიათ რაკეტებს კურსისთვის, რასაც მიზნიდან შორს აფეთქებები გამოუწვევია". - თქვა ზახაროვამ. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რადიაცია არ ამოწმებს პასპორტებს და არ აინტერესებს ეთნიკურობა და საზღვრები. მანამდე, 19 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ კვლავ გააფრთხილა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ წამოიწყოს იმ ფონზე, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში ამერიკის ჩართვას განიხილავს. "გვსურს, განსაკუთრებით გავაფრთხილოთ ვაშინგტონი, რომ თავი შეიკავოს ამ სიტუაციაში სამხედრო ჩარევისგან". - თქვა ზახაროვამ. მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება "უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც ნამდვილად გაუთვალისწინებელი ნეგატიური შედეგები მოჰყვება".
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)