|
2016-03-18 16:33:34, 1134 ნახვა
სამხედრო
სექტემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონები ისწავლიან
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან სამხედრო სასწავლებელში ცხრაკლასდამთავრებულ გოგონებსაც შეეძლებათ სწავლა. დღეს აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს ლიცეუმში სტუმრობისას მიაწოდა. „წელს სიახლე გვაქვს. სექტემბრიდან მივიღებთ გოგონებს და ეს ჩვენ, ნამდვილად, რეგიონში ამ მხრივ ლიდერად გვაქცევს. ეს იქნება უნიკალური ადგილი, სადაც მზადდებიან როგორც გოგონები, ისე ვაჟები ბრწყინვალე სამხედრო კარიერისთვის“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. სტუმრები კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ მიიღო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. მოგვიანებით ანა დოლიძე და გიორგი აბაშიშვილი სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებს შეხვდნენ და ადგილზე დააკვირდნენ კადეტთა სასწავლო პროცესს. „კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უმაღესი დონის საშუალო საგანმანათლებლო სასწავლებელია. ჩვენ დაახლოებით 10 000 ლარს ვხარჯავთ თითოეულ მოსწავლეზე. ლიცეუმი საქართველოში საუკეთესო სკოლებს შორის ერთ-ერთია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მოტივირებულნი არიან, გახდნენ სამხედრო მოსამსახურეები მომავალში“, - განაცხადა ანა დოლიძემ. სამხედრო სასწავლებელში სტუმრობისას გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ლიცეუმის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან სიახლე ინერგება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას გავუწევთ პირველ ეტაპზე ლიცეუმის ბიბლიოთეკას. ასევე, ლიცეუმის ადმინისტრაციასთან ერთად განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტად გამჯობესებელი იყოს პირობები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, ლიცეუმი საუკეთესოა საქართველოში, რომელიც ინფრასტრუქტურით, სწავლის ხარისხთ, წესრიგით, პერსპექტივით ნებისმიერ კერძო და საჯარო სკოლებს გაუწვეს კონკურენციას. სტუმრობის ბოლოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ გიორგი აბაშიშვილს სამახსოვროდ გენერალ გიორგი კვინიტაძის სურათი გადასცა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)