|
2025-06-16 16:34:14, 912 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დაურთო სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასება, სადაც წერია, რომ ჩეჩინზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. "სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და აღნიშნა, რომ 6 ივნისს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, წარმოდგენილი ოქმით დასტურდება, რომ ანტონ ჩეჩინს ჩალურჯებების სახით ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რის გამოც ის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა". - თქვა ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ სასამართლო სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე ჩეჩინის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ასეთ ქმედებებს პერიოდული ხასიათი არ აქვს და ის, შესაძლოა, ერთჯერადი ყოფილიყო. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)