|
2025-06-13 20:33:43, 848 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება
საფრანგეთმა ირანის ბირთვული პროგრამა არაერთხელ დაგმო და საპასუხოდ ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა მიიღო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ამ კონტექსტში, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“, - აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად, ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს. „ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო მოვიწვიე. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა რეგიონში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად. ასევე განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - წერს მაკრონი. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა ითანამშრომლოს ყველა თავის პარტნიორთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დეესკალაციის უზრუნველსაყოფად. „დღეს ვესაუბრე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, იორდანიის მეფეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, კატარის ემირს, გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რეგიონში ყველასთვის მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი პრინციპი უნდა დარჩეს“, - აცხადებს მაკრონი.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)