07:40 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 14:06:34, 1071 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი ფსიქოლოგები ეწვივნენ

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელშეწყობით თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მაიორი, ლიცენზირებული ფსიქოლოგი ჯოელ ფოსტერი და მაიორი, კლინიკური ფსიქოლოგი დევიდ თუბმენი ეწვივნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებზე ყურადღება ფსიქოლოგიური დახმარების საკითხების მენეჯმენტსა და შემდგომი განვითარების სტრატეგიას დაეთმო.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ერთკვირიანი საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა.

სემინარის ძირითადი თემები თვითმკვლელობის საფრთხის შეფასება და მართვა, საჰაერო ძალებში სუიციდის პრევენცია, მდგრადობა და პრევენციული ზომების გატარება, პირად შემადგენლობასა და ოჯახზე ზრუნვა, ასევე, საჰაერო ძალების წევრთა ყოვლისმომცველი მომზადება იყო.

ამერიკული მხარის ინიციატივით სამხედრო ფსიქოლოგიის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელების საკითხების განხილვაც შედგა.

დღეს ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარის ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებმა კი, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სიხარულიძისგან მადლობის სერტიფიკატები მიიღეს. დეპარტამენტის უფროსმა მსგავსი შეხვედრებისა და სემინარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics