|
2025-06-13 11:56:18, 723 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის მმართველი პარტია - უმკაცრესად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ უკანონო თავდასხმას
თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი, ომერ ჩელიკი მკაცრად გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო თავდასხმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმურობა და გამართლება არ გააჩნია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. „უმკაცრესად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას. ისრაელის თავდასხმას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა ან გამართლება. ეს ბარბაროსული აგრესიაა“, - განაცხადა ჩელიკმა. მისი თქმით, მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაფრთხილებებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების შედეგების შესახებ. „მთელმა მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენი პრეზიდენტის გაფრთხილებებს ნეთანიაჰუს მთავრობის გენოციდური ქმედებების შედეგების შესახებ“, - აღნიშნა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ისრაელის მიერ თავდასხმის იმ დროს განხორციელებამ, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისრაელი მტრულად არის განწყობილი ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ. ომერ ჩელიკის თქმით, ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს. „ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთელმა მსოფლიომ მის წინააღმდეგ საერთო კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)