|
2016-03-18 12:36:45, 1682 ნახვა
სხვადასხვა
გუშინ მსოფლიომ წმინდა პატრიკის დღესასწაული აღნიშნა
ნიუ იორკში წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული აღლუმი გაიმართა. ათიათასობით ადამიანისგან შემდგარი კოსტიუმირებული მსვლელობა მეხუთე ავენიუზე გაიმართა. ღონისძიებას 2 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ცნობისთვის, საყოველთაოდ ცნობილია, რომ წმ. პატრიკი ირლანდიის მფარველი იყო, რომელიც მოღვაწეობდა 387-461 წლებში. წმინდა პატრიკის დღე კულტურული და რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად წმინდა პატრიკის ხსოვნის საპატივცემოდ 17 მარტს აღინიშნება. ამ დღეს უკავშირდება ბევრი ტრადიცია, აღლუმი, ზეიმები, მწვანე ფერის ტანსაცმლის ტარება და ა.შ. ძირითადად ამ დღესასწაულს აღნიშნავს კათოლიკე ქრისტიანი და ანგლიკანური ეკლესიის მრევლი. როცა პატრიკი 16 წლის იყო, ირლანდიელმა ყაჩაღებმა მოიტაცეს და ირლანდიაში მონად წაიყვანეს. პატრიკს ერთ დღეს, ძილში ღმერთი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ ტყვეობისთვის თავი უნდა დაეღწია. სანაპიროზე უნდა გასულიყო და გემის მეშვეობით სამშობლოში დაბრუნებულიყო. მან გააკეთა ღვთის მიერ მინიშნებული და წარმატებით დაბრუნდა სახლში, სადაც მღვდლად აღიკვეცა. გავიდა დრო და უფლის ნებით პატრიკი ირლანდიაში დაბრუნდა, როგორც ეპისკოპოსი, რათა ირლანდიელებისთვის რელიგია-პოლითეიზმი, ქრისტიანობით შეეცვალა. ირლანდიური ფოლკლორის მიხედვით, წმინდა პატრიკი ქრისტიანული სწავლებისთვის სამყურას იყენებდა, რათა სამების არსი განემარტა. 30 წლის შემდეგ ევანგელიზაციიდან 461 წლის 17 მარტს იგი გარდაიცვალა. ტრადიციის თანახმად იგი დაუნპატრიკში დაკრძალეს. რაც შეეხება წმინდა სამყურას, 1798 წლის აჯანყებაში, რომელიც იმ იმედით მოხდა, რომ რაიმე პოლიტიკურ მდგომარეობას მიეღწიათ ადგილობრივებს, ირლანდიელ ჯარისკაცებს მთლიანად მწვანე ფორმები ეცვათ, რათა მიოექციეათ საზოგადოების ყურადრება და ფრაზა "მწვანით შემოსილი" სწორედ მას შემდეგ გახდა აქტუალური. ცნობისთვის, ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნეს. “Global Greening"-ის კამპანიას შეუერთდა საქართველოც და თბილისის ანძა მწვანედ განათდა. 2016 წლის 17 მარტს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)