|
2025-06-11 12:39:16, 4254 ნახვა
სპორტი
საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში - რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება
მოახლოვდა საქართველოს 7-ქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები. 13-15 ივნისს, ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა, ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს. რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია. 13 ივნისს, საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს: 14 ივნისს კი, ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 თბილისის დროით) დაასრულებს. ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა; ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა; ხოლო საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩვენი 7-ქალას შემადგენლობა ასეთია: სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება - ხორვატიასა და გერმანიაში. თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე და ვამაყობთ თითეული მათგანით, რადგან 7-ქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში; რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს. #ერთადგავიმარჯვებთ
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)