|
2025-06-09 20:39:35, 1394 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს
შესაძლოა, რუსეთმა ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენოს , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმას, რასაც მთელი ნატო ერთი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ წელს 1500 ტანკს, 3000 ჯავშანმანქანასა და 200 „ისკანდერის“ ტიპის რაკეტას აწარმოებს. შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად მზად ხუთი წლის განმავლობაში იყოს“, - განაცხადა მარკ რუტემ. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ნატო-ს ჰააგის სამიტზე მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდებიან. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავისი წილი ნატო-ს ყველა წევრმა გაიღოს. ამერიკამ ეს დიდი ტვირთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატარა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვიმყოფებით. ახალი თაობის რუსული რაკეტები ბგერის სიჩქარეზე ბევრად სწრაფად მოძრაობენ. ევროპის დედაქალაქებს შორის მანძილი მხოლოდ რამდენიმე წუთია. აღმოსავლეთი ან დასავლეთი აღარ არსებობს, მხოლოდ ნატო არსებობს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)