|
2025-06-09 16:38:40, 2228 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაწყებულია. ტყვეების გაცვლა კიევსა და მოსკოვს შორის რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. ტყვეების გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. „ჩვენები სახლში არიან, უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ახლა დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები. პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე სრულად იქნება განხორციელებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველა დავაბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ. უნდა დავაბრუნოთ სახლში ტყვეობაში მყოფი თითოეული ადამიანი. მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. არსებული ცნობებით, დღეს გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)