|
2025-06-09 12:56:24, 1587 ნახვა
საზოგადოება
მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე - არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, ის ჩვენების მიცემას არ გეგმავს. ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება. „მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)