|
2025-06-09 09:49:16, 945 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორი - ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება
კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომმის განცხადებით, შტატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა MSNBC-ს ინტერვიუს დროს განაცხადა. ნიუსომმი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება. „დონალდ ტრამპმა შექმნა ის პირობები, რასაც დღეს საღამოს თქვენ ტელევიზორში ნახეთ. მან გაამწვავა ვითარება მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია გამოჰყავდა“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა. ნიუსომმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების ბრძანებამ დაარღვია დადგენილი პროტოკოლები, რომლებიც მოითხოვს შტატების გუბერნატორებთან კოორდინაციას. „ისინი ჩემთან კოორდინაციაში არ ყოფილან. არსებობს პროტოკოლი, არსებობს პროცესი. მას ეს არ აინტერესებდა“, – განაცხადა ნიუსომმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)