|
2025-06-08 16:44:34, 1171 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი ტარდება. ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ამ ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეუძლია. რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია. ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ რეფორმით, რომელსაც მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ უჭერს მხარს, შეიძლება, ისარგებლოს 2,5 მილიონმა ადამიანმა. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მელონის განცხადებით, იტალიაში ამჟამად მოქმედი სისტემა არის შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ღია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორისაა მოქალაქეობის მინიჭების ყოველწლიური მაჩვენებლით. ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიის მოქალაქეობა 213 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ეს მთელი ევროკავშირის მაჩვენებლის მეხუთედია. აქედან დაახლოებით 30 ათასი არგენტინელი იყო, რომლებსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდათ. ჯორჯია მელონი და მისი კოალიციური პარტნიორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადონ. რეფერენდუმი შემდგარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი რეფორმა არ შეცვლის მიგრაციული კანონს, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება 18 წლამდე არ აქვთ. იტალიის კონსტიტუციით, რეფერენდუმი იმართება, თუ ამ საკითხზე პეტიციამ 500 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. ამჟამად რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხია დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ართულებს სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლებას, ერთი კი ითვალისწინებს კომპენსაციის გაზრდას მცირე ბიზნესების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)