20:33 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 13:50:22, 33412 ნახვა

რეგიონი
ოლეგ ბარციცი - ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, ცუდი არაფერია, თუმცა, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ

ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.

„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.

„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ბარციცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics