|
2025-06-03 15:27:12, 949 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა
უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იუწყება, რომელიც რომელიც ასევე დელეგაციის წევრია. მისივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)