|
2025-06-03 11:46:10, 869 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი ერმაკი აშშ-ში გაემგზავრება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში მიფრინავს“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ და თავდაცვის საკითხებზე შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, უკრაინას სურს შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიც შესთავაზოს. ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები დააანონსა. „შესაბამისი შეხვედრები იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირაში. თუმცა, ჯერ არ გავამხელ, რა ფორმატში. ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები აშშ-ში გაიმაროს. იქ ამ ორ საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)