|
2025-06-03 11:26:48, 815 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა საქართველოში საკუთარი ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
რუსეთმა თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. თანამდებობას დმიტრი ოლისოვი დაიკავებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2 ივნისს გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლისოვმა 2002 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. ასევე აღნიშნულია, რომ ოლისოვმა იცის ინგლისური, ლატვიური და გერმანული ენები, აქვს პირველი კლასის მრჩევლის დიპლომატიური რანგი. "დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს 2002 წლიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ: ლატვიის რესპუბლიკაში, ლიეპაეში რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოში (2002-2005 წლებში), ბრიუსელში რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობაში ევროკავშირსა და ატომური ენერგიის ევროპულ თანამეგობრობასთან (2008-2010 წლები), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოში (2014-2019 წლებში). 2019 წლის დეკემბრიდან - დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი." - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აქამდე, გასული თვის დასაწყისში რუსეთის ინტერესების სექციის მეთაურმა, დმიტრი ტროფიმოვმა თქვა, რომ თანამდებობა დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ ეს დაგეგმილი როტაცია იყო.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)