|
2025-06-02 09:54:04, 808 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი
თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, უკრაინის დელეგაციაში ასევე შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამხედრო და დაზვერვის სამსახურების ოფიციალური პირები. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირებას ორშაბათს მოახდენენ. დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით 479 დრონი და რაკეტა გაუშვა. შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც მხარეებს შორის 1 000 1000-ზე პრინციპით მასშტაბური ტყვეების გაცვლა მოხდა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)