|
2025-06-01 10:04:35, 981 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის რანგში მერცი მომავალ კვირას პირველად შეხვდება ტრამპს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მერცისთვის პირველი შეხვედრა იქნება აშშ-ს პრეზიდენტთან. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის განცხადებით, გერმანიისა და აშშ-ს ლიდერები თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო პოლიტიკას განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ მერცი და ტრამპი, სავარაუდოდ ოვალურ კაბინეტში, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. გერმანიის ახალ კანცლერს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან საჯარო დაპირისპირება ჰქონია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისევე, როგორც აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მაისის დასაწყისში გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოცხადების გამო ბერლინი მკაცრად გააკრიტიკა. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი წევრი და ახლო მოკავშირე ილონ მასკი გერმანიის ფედერალური არჩევნების პერიოდში AfD-ის მიმართ მხარდაჭერას ხშირად გამოხატავდა საჯაროდ. საპასუხოდ, მერცი ამბობდა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს გერმანულ პოლიტიკაში ჩარევისგან თავი უნდა შეეკავებინათ. "ჩვენ ამერიკის საარჩევნო კამპანიებში ჩარევისგან ბოლო წლების განმავლობაში მეტწილად თავს ვიკავებდით და ამის თქმა პირადად ჩემზეც შემიძლია". - თქვა იმ დროს მერცმა და დაამატა, რომ მან ამერიკელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ "ისინი არცერთი კანდიდატის მხარეს არ იჭერდნენ" და ამავეს მოითხოვდნენ მათგანაც.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)