|
2025-05-30 21:44:27, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული მედია - რუსეთში ორი აფეთქება ГУР-ის სპეცოპერაციის შედეგად მოხდა
უკრაინულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობები, რომ 30 მაისს დილით რუსეთში, ვლადივოსტოკის ყურეში, დესანტნაიას რაიონთან ახლოს ორი მსხვილი აფეთქება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული მედიები ავრცელებენ. დღეს დილით რუსეთის საზღვაო ქვეითთა ცალკეული 155-ე ბრიგადის 47-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის დისლოკაციის ადგილას, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა. მათგან ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, მეორე კი იქ, სადაც სამხედრო ნაწილის პერსონალი და სარდლობა უშუალოდ იმყოფება. უკრაინულ მედიასთან საუბრისას წყაროები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის სამხედრო ცოცხალი ძალა, სამხედრო ტექნიკა და სპეცდანიშნულების აღჭურვილობა დაზიანდა. როგორც მედია იტყობინება, ადგილობრივი მცხოვრებები ამბობენ, რომ ადგილზე, სულ მცირე, 10 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და საევაკუაციო ვერტმფრენი გამოცხადდა. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან დაზიანებული ტექნიკა სამხედრო სატვირთო მანქანებს გადააქვთ. ადგილობრივი თანამდებობის პირები ირწმუნებიან, რომ შემთხვევა გაზის ორი ცილინდრის აფეთქების შედეგად მოხდა და არავინ დაშავებულა. ვლადივოსტოკში ამჟამად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი არის გამოცხადებული, ხოლო სამხედრო ერთეულის გარშემო ტერიტორია დაკეტილია. რუსეთის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადა უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად არის ჩართული. უკრაინული მედია იტყობინება, რომ ბრიგადის მონაწილეობა აღრიცხულია მაირუპოლის, უგლედარისა და კურსკის ოლქებში.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)