|
2025-05-30 12:23:49, 790 ნახვა
მსოფლიო
მარკო მიხელსონი - რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის რომ MAP-ი მიენიჭებინათ
ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა გაიგონ, რომ დათმობაზე წასვლა რუსეთის მოთხოვნაზე, შეაჩეროს ალიანსის აღმოსავლეთისკენ გაფართოება, ბევრი ადამიანისთვის - და შესაძლოა, მთელი ერებისთვისაც - სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მხოლოდ ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების შესახებ. „მოდით, განვიხილოთ, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შიდა დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო და საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიენიჭებინათ. მხოლოდ ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება ნატოს გაფართოების შესახებ“, - აცხადებს მარკო მიხელსონი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ კრემლის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და აშშ მზადაა, ეს საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს. „ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ შემიძლია ნატო-ში კიდევ ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ და ნატო-ში გაწევრიანების ნებართვისთვის 32-დან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება“, - განაცხადა კელოგმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)