22:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 12:05:59, 1070 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც მათთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკებს ზრდის, მათ შორის, საელჩო დემონსტრაციებში მონაწილეობას და სოციალურ ქსელებში "გარკვეულ აქტივობას" ასახელებს.

"უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, ინდივიდუალურად თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები. უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელებზეც.

ასევე, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ და საქართველოში ხელახლა შესასვლელად, შესაძლოა, დაუყოვნებლივ გადახდა გახდწეს საჭირო“ - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics