|
2025-05-28 16:00:35, 609 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკავშირმა დღეს სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირებისა და ზრდის გაძლიერებას ევროპის სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის ფარგლებს გარეთ დაკავშირების გზით. “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც შავი ზღვის რეგიონში საიმედო აქტორის, გეოპოლიტიკურ როლს. ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და წინ წაწევს რეგიონულ თანამშრომლობას დაკავშირებულობის სფეროში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნებიდან რამდენიმემ აირჩია ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოების გზა. „დღევანდელი სტრატეგია მიზნად ისახავს შავი ზღვის პარტნიორებისა და ევროკავშირისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანას ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავებისა და მასში ინვესტირების გზით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შავი ზღვის რეგიონთან მომავალი თანამშრომლობა სამ საკითხს ეყრდნობა: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერებას; მდგრადი ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას; გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და მზადყოფნის ხელშეწყობას და სამოქალაქო დაცვას. თითოეული საყრდენის ფარგლებში კი ევროკავშირი სამ ინიციატივას განახორციელებს, რათა გამოავლინოს რეგიონის ზრდის პოტენციალი და ამავდროულად, გაუმკლავდეს კონფლიქტისა და უსაფრთხოების დაუყოვნებლივ გამოწვევებს. „შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას, დაიცავს კრიტიკულ საზღვაო ინფრასტრუქტურას და საზღვაო გარემოს. ის ასევე გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას განაღმვის საკითხებში და გაუმკლავდება გარემოსა და საზღვაო უსაფრთხოების რისკებს. გაფართოებულ ტრანსევროპულ ქსელებთან შესაბამისობაში მყოფი სპეციალური დაკავშირებულობის დღის წესრიგი განავითარებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ქსელებს, რათა გამოიყენოს შავი ზღვის რეგიონის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფნის პოტენციალი, რომელიც სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას; გაძლიერდება სანაპირო თემებისა და ლურჯი ეკონომიკის სექტორების მზადყოფნა, რათა შავი ზღვის ქვეყნებმა შეძლონ ომთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანის დაძლევა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მოგვარება და მდგრადი ზრდის შესაძლებლობების გამოყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)