|
2025-05-28 15:25:27, 959 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მის საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული პროცესის გადადება მოითხოვა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მის საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული პროცესის გადადება მოითხოვა. „ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა, რომ ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართა სასამართლოს, რომ ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე, შესაბამისად, არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან სასამართლო პროცესს. მათ ითხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა, არ დასწრება“, - აცხადებს მელია. მისივე თქმით, ხვალინდელ პროცესზე არც ის გამოცხადდება. „უკვე იცით, ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი ცნობილი მიზეზების გამო. ვთქვი, რომ დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილზე. ამ წუთის მდგომარეობით, პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან, არ იქნება არც ბრალდებული. ასეთი მდგომარეობაა“, - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)