|
2025-05-28 14:09:08, 686 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში და ძალის არაპროპორციული გამოყენება დაუშვებელია
ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ძალის არაპროპორციული გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი დაუშვებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში. „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუდმივად მიზანში ამოღება მიუღებელია. მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისკენ, რაც გამოიწვევს ყველა მძევლის გათავისუფლებას და საომარი მოქმედებების სამუდამოდ დასრულებას მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისი თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიზებული ან მილიტარიზებული. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოდის დახმარების დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი და მდგრადი განახლებისაკენ მოწოდებით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულთა მიმართ მიმდინარე ძალადობას. „დაშინების კამპანიები, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, ქონებისა და სახლების განადგურება და დაწვა იწვევს პალესტინური თემების გადაადგილებას. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნულია კალასის განცხადებაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)