|
2025-05-28 10:21:46, 748 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მიიღებს. „ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევა იქნება“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)