|
2025-05-24 11:09:34, 815 ნახვა
მსოფლიო
Amnesty - საქართველოში ქალი აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული გენდერული ძალადობა იზრდება
Amnesty International საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან გენდერული ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, ქართული პოლიცია ქალი აქტივისტების წინააღმდეგ სულ უფრო მეტად იყენებს გენდერული ძალადობის ფორმებს, მათ შორის, სექსისტურ შეურაცხყოფებს, სექსუალური ძალადობის მუქარებსა და უკანონო გაშიშვლებას, რაც მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებასა და დასჯას ემსახურება. ანგარიშში წერია, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქციებზე ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული სექსისტური შეურაცხყოფისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობები მსხვერპლებისგან მიიღო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს შემთხვევები იზოლირებული არ არის და სისტემატურ ხასიათს ატარებს. "ქართველი დემონსტრანტები საქართველოში სისტემატურად იტყობინებიან, რომ ექვემდებარებიან პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობას, მათ შორის, სექსისტურ სიტყვიერ ძალადობას, გაშიშვლებით ჩხრეკასა და ძალადობის მუქარებს. დღემდე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა და არცერთი დამნაშავე პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა. ეს შემთხვევები არ არის იზოლირებული, არამედ, როგორც ჩანს, ქართულ სამართალდამცავ სამსახურებში ძალადობისა და დაუსჯელობის უფრო ფართო კანონზომიერების ნწილს შეადგენს. დამცირება, სექსისტური რიტორიკა და ფიზიკური ძალადობა, რომელიც საქართველოში ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ არის მიმართული, ესადაგება კრიტიკული აზრის გამომხატველი და მიმდინარე პროტესტებში მონაწილე პირების დაშინების უფრო ფართო ძალისხმევას". - წერია ანგარიშში. ანგარიშში ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ძალადობრივ დაკავებასა და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეა საუბარი. ორგანიზაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)