06:05 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 23:08:11, 745 ნახვა

სამართალი
პაპავა: არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს" - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

ლადო პაპავა აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობის ინტერესი არსებობს. 

"ახლა არ არის დრო, რომ შეთქმულების თეორიებით ვიყოთ გატაცებული. შეიძლება ვიღაცა სადღაც ამით იყოს დაინტერესებული, მაგრამ მე კონკრეტულად ვერავის ხელს ვერაფერზე ვერ დავადებ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. რა თქმა უნდა ასეთმა ვნებათაღელვამ გარკვეულწილად შექმნა დაძაბულობა და ეს შეიძლება ვიღაცას აწყობდეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ცოტაა ისეთი ბოროტი ძალა, რომელსაც უნდა გამოიწვიოს არეულობა. მე სტუდენტებს არც ერთ შემთხვევაში არანაირად არ დავადებ ხელს, ეს ჩვენი სტუდენტები არიან, ისინი გულწრფელები არიან, მათ შორის ისინიც ვინც მეც მაკრიტიკებს, ეს ჩვეულებრივია, ეს დემოკრატიული პროცესია. მე ერთი რამ ვიცი, ქვეყანაში რომ იყოს არეულობა ამის ინტერესი არსებობს. თუმცა მე არც საგამოძიებო ორგანო ვარ და არც ის სამსახურები, რომელთაც ამაზე პასუხი შეუძლიათ გაგვცენ,“- განაცხადა ლადო პაპავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics