|
2025-05-20 16:00:54, 875 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს. "ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ხომალდი. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი". - წერს კალასი. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თანდასწრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარება განიხილა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ვიდეოკონფერენციაზე ელაპარაკა. EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო. 18 მაისს გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის დაუსახელებელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ “ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ” სანქციებს ამზადებდა და რუსეთს ერთდროულად სანქციების ოთხ რეჟიმს დაუწესებდა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)