|
2025-05-20 15:15:53, 845 ნახვა
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია
რუსეთი ჩრდილოვან ფლოტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასაფინანსებლად იყენებს, ევროკავშირის სანქციების სიაში ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემის შეყვანა ადასტურებს, რომ ბლოკი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთზე ზეწოლას და მის მტრულ და საშიშ საქმიანობას უპირისპირდება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „სანამ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებს და არ დაამტკიცებს, რომ მზადაა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ცაჰკნამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ზომებს აძლიერებს და ამკაცრებს. სანქციების სიას დაემატა 75 ფიზიკური და იურიდიული პირი და 189 გემი, რითაც სანქცირებული გემების რაოდენობა გაორმაგდა და 342-მდე გაიზარდა. სანქცირებულ გემებს შორისაა Argent/Jaguar, დროშისა და დაზღვევის გარეშე მცურავი ჩრდილოვანი ფლოტის გემი, რომელიც გასულ კვირას ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა რუსეთის წყლებში შეიყვანა. სანქცირებული გემები ვერ შედიან ევროკავშირის პორტებში და აკრძალულია მათთვის მომსახურების გაწევა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)