|
2025-05-18 15:51:05, 1062 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროპა შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან
ევროპა ჯერ კიდევ შორს არის უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ საუბრისგან, რადგან ამჟამად მთელი მისი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადეს. „შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის მკაფიოდ განსაზღვრა, ასევე იმის გარკვევა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გახდეს ერთ დღეს საჭირო უკრაინისთვის. ამ მომენტში (ჯარების) შესახებ საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს, ჩვენ ამისგან შორს ვართ. გვინდა, რომ იარაღის სროლა შეწყდეს, მკვლელობები დასრულდეს. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ახლა ვემსახურებით და არა სხვას“, - აღნიშნა მერცმა. იტალიის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ომის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატს შეუერთდეს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთის ერთიანობა. „რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალა იყო. ასეთ დელიკატურ დროს მნიშვნელოვანია გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი პირადი წინააღმდეგობები, რამაც შეიძლება ამ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს“, - აღნიშნა მელონიმ. საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა პარასკევს ალბანეთში შეხვედრა გამართეს. ისინი ასევე ტელეფონით ესაუბრნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც შაბათს განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. მელონი შეხვედრაში არ მონაწილეობდა - იტალიურმა მედიამ ეს მიზანმიმართულ იგნორირებად შეაფასა და მიანიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მისი მონაწილეობა არ სურდა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)