|
2025-05-18 15:21:18, 1056 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯია მელონი - მინდა, მადლიერება გამოვხატო პაპ ლეო XIV-ს მიმართ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა პაპ ლეო XIV-ს, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა. „საჭიროა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესი, რომელიც, ცხადია, სათანადოდ გაითვალისწინებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ერისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, პაპ ლეო XIV-ის მიმართ, რომელიც წმინდა საყდრის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად შეთავაზებით გამოვიდა“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა. ცნობისთვის, პაპი ლეო XIV ვატიკანის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმად შეთავაზებით გამოვიდა. ამ წინადადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და ძალიან კეთილშობილური შეთავაზება უწოდა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)