|
2025-05-15 20:09:20, 1084 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კრიზისის დასარაგულირებლად ევროპის როლზე ისაუბრა. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანტალიაში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევროპელ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების შესახებ, შეაჩეროს უაზრო სისხლისღვრა უკრაინაში“. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ნატო-ს ტვირთის განაწილებისა და ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე. მდივანმა რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იყვნენ განზე გაწეული ევროპის გადაიარაღების მცდელობებისას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)