|
2025-05-14 12:54:56, 4538 ნახვა
სხვადასხვა
ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია, მისი მეშვეობით სრულდება სხეულის მოძრაობა, ის იცავს ზურგის ტვინს და ეხმარება სხეულს პოზიციის შენარჩუნებაში. ხერხემლის სტრუქტურული დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით,ხანგრძლივი არასწორი პოზით, დეგენერაციული დაავადებებით და ა.შ. ამგვარი ცვლილებები ხშირად იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და სხვადასხვა დისკომფორტს. რეაბილიტაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ხერხემლის მკურნალობასა და პაციენტის ფუნქციურ გაუმჯობესებაში. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია:
● სპინალური სტენოზი : ხერხემლის არხის შევიწროებაა, რაც იწვევს ზეწოლას ზურგის ტვინსა და ნერვულ დაბოლოებებზე. ამ დროს ვლინდება ძლიერი ტკივილი,დაბუჟება,სისუსტე კიდურებში. ● სპონდილოლისთეზი : მდგომარეობა, როდესაც ხერხემლის მალა იცვლის ნორმალურ ანატომიურ მდებარეობას. რაც იწვევს ტკივილს, მობილურობის შემცირებას და ხანგრძლივი ჯდომის ან სიარულის გაძნელებას.
● ზურგის ტვინის დაზიანება : რთული და საყურადღებო მდგომარეობაა, რომლის დროსაც საჭიროა ხანგრძლივი და ინტენსიური რეაბილიტაცია, რაც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას და ა.შ ● ხერხემლის მოტეხილობები : გამომწვევი მიზეზი ძირითადად ტრავმაა, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ე.წ კომპრესიული მოტეხილობა რაც გამოწვეული ოსტეოპოროზით, განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. ამ დროს რეაბილიტაცია მოიცავს ტკივილის მართვის პროცედურებ და სამკურნალო ვარჯიშებს.
ზოგადი რჩევები ხერხემლის რეაბილიტაციისათვის
➔ რეაბილიტაციის პერიოდში მოერიდეთ სიმძიმის აწევას და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულებას. ➔ ჯდომის,დგომისა,სიარულის და ძილის დროს შეინარჩუნეთ სწორი პოზა. ➔ ტკივილისა და ანთების სამართავად გამოიყენეთ სითბოსა და სიცივის თერაპია. ➔ შეასრულეთ ვარჯიშები ნელა , ფრთხილად, უეცარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე. ➔ თქვენს საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციის გეგმისათვის გაიარეთ კონსულტაცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტთან.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)