|
2025-05-13 16:31:11, 812 ნახვა
მსოფლიო
სომეხმა მეწარმეებმა ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს
კონიაკის მწარმოებლებისა და ტვირთების გადამზიდავების ერთმა ჯგუფმა სომხეთში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სურდათ პასუხის მოსმენა, რატომ მოწმდებოდა საქართველოში, ტრანზიტული ქვეყნებისთვის, ძირითადად რუსეთსა ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის განკუთვნილი მათი ალკოჰოლური პროდუქცია - კონიაკი. „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მომიტინგეები ხაზს უსვამენ, რომ მათი სასმელი საქართველოში გასაყიდად არ არის განკუთვნილი და ვერ ხვდებიან კუთვნილი სატვირთო ავტომობილებისა და ალკოჰოლის ტესტირების ჩატარების მიზნით დღეების ან კვირების განმავლობაში შეყოვნების არსს. “თუ ასე გაგრძელდა თანამშრომლებს ხელფასებს ვერ გადავუხდით. სატვირთო ავტომანქანების შეფერხებისას, სატრანსპორტო კომპანიებს დღეში მინიმუმ 100 დოლარს ვუხდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით გადავუხადოთ ჯარიმა საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით იმ კომპანიებს, რომლებთანაც ჩვენი პროდუქციის საცალო ობიექტებისთვის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გვაქვს. პროდუქციის უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს - სად წავიღებთ, სად გავყიდით? მოგვიწევს დაკეტვა. გავკოტრდებით“, - თქვა ჰაიკ შაჰნაზარიანმა, „შაჰნაზარიანის ღვინისა და კონიაკის სახლის“ დირექტორმა. მისი სიტყვებით, ორი კვირის წინ კომპანია სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული ავტომობილები ჯერ ისევ საქართველოში დგას - ზოგი რამდენიმე კვირაა, ზოგი კი თვეზე მეტია. აქციის მონაწილეების თქმით, კონიაკის სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს საქართველოს საელჩო დაჰპირდა უახლოეს მომავალში თბილისის ოფიციალურ პოზიციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მეწარმეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)