|
2025-05-12 17:20:35, 1104 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს
თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს და იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან , - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები სურთ, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა. და ამჟამად სიტუაცია ჩიხშია შესული“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, სიტუაცია რთულია, მაგრამ პოზიტიური მიმართულებით ვითარდება „მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, არსებული გარემოებების მიუხედავად. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ის პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)