04:38 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 09:47:30, 1080 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

“ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინ მიიღეს, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელშეწყობაცაა.

ედან ალექსანდერის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა და ამას „მონუმენტალური ამბავი“ და „კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics