|
2025-05-10 10:00:02, 882 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც „ბუნიან ალ-მარსუს“ ეწოდა. ოპერაციის სახელი ყურანიდან აღებული ციტატაა, რომელიც ნიშნავს „მყარ კედელს“ და სიმბოლურად ეროვნულ ერთიანობას გამოხატავს. პაკისტანის სამხედრო წყაროების ცნობით, სულ მცირე, სამი „ფატაჰ 2“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს ინდოეთის სამხედრო ობიექტების მიმართულებით. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, მათ შორის ბეასში მდებარე „ბრაჰმოს“ რაკეტების საწყობს, ასევე აეროდრომებს უდჰამპურში, ადამპურში და პათანკოტში. კონფლიქტი დაიწყო 22 აპრილს, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პაჰალგამის მახლობლად ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც პაკისტანი უარყოფს. საპასუხოდ, 7 მაისს ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებშიც ცხრა ადგილზე განახორციელეს დარტყმა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირსა და პენჯაბის პროვინციაში. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს ინდოეთსა და პაკისტანს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ, დაუყოვნებელი დეესკალაციისკენ და პირდაპირი დიალოგისკენ მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად“. კონფლიქტის გამო პაკისტანის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა ყველა ტიპის ფრენისთვის, ხოლო ინდოეთის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, სულ მცირე, 25 აეროპორტი დაიხურა. ცნობისთვის, ორივე ქვეყანა ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობის გამო.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)