|
2025-05-09 16:15:55, 1012 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება
ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს. ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. მისი თქმით, სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა. „ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად და შეუქცევად ნავსაყუდლამდე მისასვლელად ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, რწმენა, წინდახედულობა და თანმიმდევრულობა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)