|
2025-05-09 10:21:18, 895 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა - გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს
აერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მთავრობაში განმარტავენ, რომ სანქციები გააძლიერებს პუტინზე ზეწოლას და უზრუნველყოფს გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას. „მთავრობა დღეს სანქციებს დაუწესებს 100-მდე ნავთობტანკერს, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვაზე არიან პასუხისმგებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, სანქციების შესახებ პრემიერ-მინისტრი კი სტარმერი დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) წარმომადგენლების სამიტზე გამოაცხადებს, რომელიც 10 ქვეყანას აერთიანებს: დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, ნიდერლანდებს, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს. „რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ყოველი ნაბიჯი კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ. რუსეთიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ გავანადგუროთ მისი ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაცია, მისი საომარი მანქანა ნავთობისგან მიღებული შემოსავლების გარეშე დავტოვოთ და დავიცვათ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული. ჩემი მთავრობა დაიცავს მშრომელ ხალხს, გადაიხადონ საფასური იმ საფრთხისთვის, რასაც პუტინის ფლოტი გაერთიანებული სამეფოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურასა და გარემოს უქმნის“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)