19:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 12:36:26, 726 ნახვა

სამართალი
პირადი ცხოვრების შემცველი ფარული კადრების საქმეზე სხდომა დაიხურა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება- გავრცელების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა დაიხურა.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, ვინაიდან საქმე პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას შეეხება, სხდომა უნდა დახურულიყო. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სხდომის სრულად დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული ირაკლი ფხალაძე და მისი ადვოკატი მიიჩნევდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა დაიხურებოდა თუ არა, ვინაიდან, მათივე თქმით, დასამალი არაფერი აქვთ.

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს და მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა ემსჯელათ, სხდომის დახურვის აუცილებლობა არ იყო.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics