07:36 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 15:57:29, 712 ნახვა

მსოფლიო
კრემლი - პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აუცილებელია

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა აუცილებელია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პესკოვის თქმით, კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა, ის კარგად უნდა იყოს მომზადებული.

"ასეთი შეხვედრა აშკარად განხილვის საგანია. ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეხვედრა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ის სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და ეს მოითხოვს ძალისხმევას სხვადასხვა დონეზე. ეს მოითხოვს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ კონტაქტების გაგრძელებას, რომლებიც დაიწყო და ახლაც გრძელდება. ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს". - თქვა პესკოვმა.

როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედია აღნიშნავს, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინთან შესაძლო შეხვედრას მაისის შუა რიცხვებში, საუდის არაბეთში განიხილავს, თუმცა, პესკოვმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაგეგმილი არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics