|
2025-05-05 14:48:24, 1069 ნახვა
საზოგადოება
პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ გაგრძელებას აღარ აპირებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საზმაუდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, საზმაუს მენეჯმენტმა შეატყობინა, რომ თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება, ამასთან ერთად, ჟურნალისტების თქმით, "საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს "რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე". "რეალური სივრცის" გუნდის თქმით, უარს ამბობენ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, უარი კი ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. "30 აპრილს საზმაუს მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა თოქშოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს "რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე, ჩვენ შემოგვთავაზეს, მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში. ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "რეალური სივრცე" 12 წლის წინ შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკურ ოფიციოზს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)