08:33 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 17:40:48, 1030 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი - ვგმობთ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს რეგიონში ფრენების დაწყების შესახებ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. 

,,ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში'' - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა. როგორც რუსული მედია წერს, ფრენა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ავიაკომპანია ЮВТ аэро-ს თვითმფრინავით განხორციელდა. ეს არის პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის შემდეგ, რეგულარული რეისები სოხუმს რუსეთის ქალაქებთან დააკავშირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics